LIVE

რუსეთმა LGBT პროპაგანდისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით Google დააჯარიმა

12 მაი 202313:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 294
რუსეთმა LGBT პროპაგანდისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით Google დააჯარიმა

რუსეთის სასამართლომ ხუთშაბათს Google 3 მილიონი რუბლით ($38 600) დააჯარიმა. რუსული მხარის განმარტებით, Google-ს უნდა წაეშალა Youtube-ის ვიდეოები, რომლებშიც LGBT პროპაგანდა და უკრაინაში რუსეთის “სამხედრო კამპანიის” შესახებ "მცდარი ინფორმაციები ვრცელდება". 

რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, რუსმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ Google-მა უარი თქვა, წაეშალა Youtube-ზე გამოქვეყნებული რამდენიმე ვიდეო (მათ შორის ერთ-ერთი “უცხოეთის აგენტად” მიჩნეული ბლოგერის), რომლებიც ერთსქესიან მშობელთა მიერ შვილების აღზრდასა და სანქტ-პეტერბურგის LGBT თემს ეხებოდა. 

კრემლს სურს, გააკონტროლოს ონლაინ სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, რომლებსაც რუსები ნახულობენ. სწორედ ამ მიზნით, გასული წელს მოსკოვმა ათობით ჯარიმა დააკისრა დასავლურ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 

უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, რუსეთმა ქვეყანაში მკაცრი ცენზურა შემოიღო. გარდა ამისა, გასული წლის ბოლოს რუსეთში დამტკიცდა ახალი კანონი, რომელიც ქვეყანაში “LGBT პროპაგანდას” კრძალავს. აღნიშნული კანონი მაშინვე გააპროტესტეს ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფებმა. კანონის თანახმად, ჯარიმები ეკისრებათ მათ, ვინც ჰომოსექსუალობის პროპაგანდას საჯარო და ონლაინ საშუალებებით, ფილმებში, წიგნებსა თუ რეკლამებში ეწევიან.