
მილიარდერი ილონ მასკი Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი აღარ იქნება. მისი თქმით, ამ თანამდებობაზე შემცვლელი შეარჩია.
მასკს ახალი დირექტორის სახელი არ გაუმჟღავნებია, თუმცა აღნიშნა, რომ ის პლატფორმის მართვას დაახლოებით 6 კვირაში შეუდგება.
ამასთან, მასკი აღნიშნავს, რომ კომპანიაში ის აღმასრულებელი თავმჯდომარისა და CTO-ს როლს შეასრულებს და ზედამხედველობას გაუწევს პროგრამულ უზრუნველყოფასა და სისტემების გამართულობას.
The Wall Sreet Journal-ის თანახმად, Twitter-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი შესაძლოა, NBCUniversal-ის სარეკლამო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი ლინდა იაკარინო გახდეს.
ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვის $44-მილიარდიანი გარიგება გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დაასრულა, რის შემდეგაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. მასკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საზოგადოების და ბიზნესის კრიტიკა არაერთხელ მოჰყვა.