LIVE

შვეიცარიაში რუსეთის ცენტრალური ბანკის $8.3 მილიარდის უმოქმედო აქტივები ინახება

12 მაი 202310:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 256
შვეიცარიაში რუსეთის ცენტრალური ბანკის $8.3 მილიარდის უმოქმედო აქტივები ინახება

შვეიცარიაში რუსეთის ცენტრალური ბანკის 7.4 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ($8.3 მილიარდი) ღირებულების უმოქმედო რეზერვები და აქტივები ინახება

ამის შესახებ Bloomberg-ი შვეიცარიის მთავრობაზე დაყრდნობით წერს და განმარტავს, რომ ეს არ უნდა აგვერიოს 7.5 მილიარდი ფრანკის ღირებულების აქტივებში, რომლებიც გაყინულია, რადგან ისინი სანქცირებულ რუსებს ან რუსულ კომპანიებს ეკუთვნით. 

გასული წლის თებერვალში შვეიცარიამ დაარღვია ისტორიული ნეიტრალიტეტი და შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს.  

ევროკავშირში აქტიურად განიხილება რუსეთის ცენტრალური ბანკის საზღვარგარეთ არსებული აქტივების სამუდამო კონფისკაცია და მისი უკრაინის აღდგენის მიზნით გამოყენება. 

შვეიცარიის ოფიციალურმა პირებმა ადრე განაცხადეს, რომ მსგავსი ნაბიჯი შვეიცარიის კანონის უზენაესობის დარღვევას გამოიწვევს. გუშინ ქვეყნის მთავრობამ თქვა, რომ საკითხზე დისკუსიები მიმდინარეობს და შვეიცარიელები მას ყურადღებით განიხილავენ.  

რუსების აქტივების გაყინვის მიუხედავად, შვეიცარია კრიტიკის სამიზნე გახდა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ შვეიცარიას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, $200 მილიარდზე მეტი ოდენობის რუსული ქონება შეიძლება სწორედ შვეიცარიის ბანკებში ინახებოდეს.