LIVE

რატომ ძვირდება წყალი საქართველოში - მიზეზები

09 მაი 202314:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 694

საქართველოში მინერალური და მტკნარი წყლების ფასი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, აპრილში გაზირებული მინერალური წყალი წლიურად 9%-ით, ხოლო არაგაზირებული წყალი 10%-ით გაძვირდა.

კომპანია „აქვა გეოში“ წყლის გაძვირების რამდენიმე მიზეზს გამოყოფენ. კერძოდ, როგორც „აქვა გეოს“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო გელაშვილი „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, ასეთ მიზეზებს შორისაა დასაქმებულებისთვის ხელფასის ზრდა, ასევე გაზრდილი კომუნალური ხარჯები. 

მისივე თქმით, მარტში „სნოს“ მტკნარ წყალზე ფასი 5-10 თეთრის ფარგლებში გაიზარდა.

„გვქონდა მოლოდინი, რომ ვალუტის გამყარებასთან ერთად, შეიძლება ეს ფასები უკან წამოსულიყო, თუმცა ფასწარმოქმნაზე და თვითღირებულებაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს გარდა შესყიდვებისა. მარტში კომპანიას მოუწია ფასების გადახედვა და დაახლოებით 14%-იანი ზრდა გვაქვს, რომელიც თაროზე შესამჩნევი აპრილში გახდა. გვაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე წელს ფასი დასტაბილურდება“,- აცხადებს, „აქვს გეოს“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, მინერალური და მტკნარი წყალი ერთ-ერთი წამყვანი საექსპორტო პროდუქტია. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში აღნიშნული პროდუქციის ექსპორტით ქვეყანამ $26 მილიონზე მეტის შემოსავალი მიიღო.