LIVE

LinkedIn 716 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

09 მაი 202311:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 364
LinkedIn 716 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

Microsoft-ის მფლობელობაში მყოფი სოციალური ქსელი LinkedIn 716 თანამშრომლის გათავისუფლებას და ჩინეთზე ორიენტირებული აპლიკაციის გაუქმებას გეგმავს

LinkedIn-ს სულ 20 000 თანამშრომელი ჰყავს. ქსელის შემოსავალი გასული წლის ყოველ კვარტალში იზრდებოდა. მიუხედავად ამისა, ის უერთდება სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც ეკონომიკური ზრდის შესუსტების გათვალისწინებით, დასაქმებულების რიცხვს ამცირებენ. ამ კომპანიებს შორისაა LinkedIn-ის მშობელი კომპანია Microsoft.

ვებგვერდ Layoffs.fyi-ის თანახმად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, გლობალურად ტექნოლოგიურ სფეროში სამუშაო ადგილების რაოდენობა 270 000-ზე მეტით შემცირდა.

თანამშრომლებისთვის მიწერილ წერილში, LinkedIn-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რაიან როსლანსკიმ კადრების შემცირება კომპანიაში ოპერაციების გამარტივებითა და გადაწყვეტილებების დასაჩქარებლად ზოგიერთი სამსახურის გაუქმების აუცილებლობით ახსნა. 

ამასთან, LinkedIn-ში დაგეგმილი ცვლილებები 200-ზე მეტ ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. გათავისუფლებულ თანამშრომლებს ამ ადგილების დასაკავებლად კონკურში მონაწილეობა შეეძლებათ.

LinkedIn თანხას რეკლამების გაყიდვით და გამოწერების საფასურით გამოიმუშავებს.