LIVE

ბრიტანეთში დამსაქმებლები ქალებს მენოპაუზის დროს სამუშაო ბენეფიტებს სთავაზობენ

14 მაი 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 383
ბრიტანეთში დამსაქმებლები ქალებს მენოპაუზის დროს სამუშაო ბენეფიტებს სთავაზობენ

ბრიტანული კომპანიები ქალებს სამსახურებში მენოპაუზის დროს სამუშაო ბენეფიტებს სთავაზობენ. გარდა ამისა, უფრო და უფრო მეტი ბრიტანელი დამსაქმებელი აძლევს შვებულებას ქალებს ორსულობის დროს ნაყოფის მოშლის, სუროგაციის, ინ ვიტრო განაყოფიერებისა და შვილის მოვლის შემთხვევებში.

კომპანიების მიზანი კადრების დეფიციტის გამო სამსახურებში უფრო მეტი ქალის მოზიდვაა. გასული წლის მარტიდან ბრიტანეთში 3000%-ით გაიზარდა სამუშაო რეკლამები, რომლებიც ქალებს ორსულობის დროს ნაყოფის მოშლის შემთხვევაში დახმარებასა და შვებულებას სთავაზობენ. გარდა ამისა, Bloomberg-ის მონაცემებით, 700%-ით მოიმატა სამუშაო შეთავაზებებმა, რომლებიც ქალებს ხელოვნური განაყოფიერების დროს მკურნალობისთვის ბენეფიტებს აძლევენ. ამასთან, თითქმის გაორმაგდა მენოპაუზის მიზეზით ქალების შვებულებაში გასვლის მაჩვენებელი. 

ქალებისთვის ინკლუზიური სამუშაო გარემოსა და პოლიტიკის შეთავაზების შედეგად, ბოლო პერიოდში ბრიტანეთში უფრო მეტი ქალი საქმდება, ვიდრე კაცი. გარდა ამისა, ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ხვედრითი წილი გაიზარდა მამაკაცებში და შემცირდა - ქალებში. 

დღესდღეობით ბრიტანეთში სამუშაოს ძებნისას ადამიანები მეტ ყურადღებას აქცევენ პირობებს. კომპანია Haleon-ის ადამიანური რესურსების მართვის მთავარი ოფიცერი, მაირეად ნაიაგერი აცხადებს, რომ თავად მას მრავალჯერ უსარგებლია კომპანიათა შეთავაზებებით დასაქმებული ქალებისთვის, რამაც ორი მცირეწლოვანი შვილის დედას მრავალი დახმარება გაუწია. მისივე თქმით, “ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკა, რომლის მიზანიც ქალების მხარდაჭერაა, გადამწყვეტ როლს ასრულებს სამუშაო სივრცეში ნიჭიერი კადრების მოზიდვაში. ეს კი უმნიშვნელოვანესია კონკურენტუნარიანი გარემოს შენარჩუნებისთვის.”