LIVE

აშშ-ში აპრილში 253 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა

08 მაი 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 393
აშშ-ში აპრილში 253 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა

აშშ-ში აპრილში 253 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე 3.4%-მდე შემცირდა.

მიუხედავად გაუმჯობესებული მონაცემებისა, დაქირავება მაინც არ არის ძლიერი და მხოლოდ რამდენიმე სექტორზეა კონცენტრირებული. 

რაც შეეხება სექტორებს, გასულ თვეში ახალი სამუშაო ადგილების უმეტესობა პროფესიულ და ბიზნეს სერვისებზე განაწილდა; ასევე ჯანდაცვის, სამშენებლო, დასვენების, საკვებისა და მასპინძლობის სექტორებზე. ჯამში ამ სექტორებმა 165 000 ახალი თანამშრომელი აიყვანეს. მათ შორის, უშუალოდ პროფესიულმა და ბიზნეს სერვისების სექტორმა, რაც ძირითადად მოიცავს ბუღალტრებს, იურისტებსა და ინჟინრებს, 43 000 სამუშაო ადგილი დაამატა. ამ ინდუსტრიაში დასაქმებულთა საშუალო საათობრივი შემოსავალი $0,24-ით გაიზარდა და $40,20 შეადგინა. 

თანამშრომელთა ყველაზე დიდი შემცირება დასაქმების სერვისების მიმართულებით მოხდა. ამ მიმართულებით, სადაც ერთიანდებიან რეკრუტერები, კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები და ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალები, გასულ თვეში 24 000 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. გარდა ამისა, შესამჩნევად შემცირდა სამუშაო ადგილები სატრანზიტო და სახმელეთო სამგზავრო სერვისების მიმარტულებით, სადაც 8 100 თანამშრომელი დაითხოვეს. ეს კატეგორია მოიცავს ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ მასობრივი ტრანზიტის სისტემაში, ასევე ტაქსის და სასკოლო ავტობუსის მძღოლებს. მშენებლობის მიმართულებით კი, სამსახური 3 600-მა ადამიანმა დაკარგა.