LIVE

დისტანციურად დასაქმებულების დაბეგვრის საკითხი დღის წესრიგში დადგა

07 მაი 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 426
დისტანციურად დასაქმებულების დაბეგვრის საკითხი დღის წესრიგში დადგა

ბიზნესის ნაწილი დისტანციურად მომუშავე პირების (ფრილანსერების) აღრიცხვას და იმ საერთო პრაქტიკის შემუშავებას ითხოვს, რომელიც ყველა დასაქმებულს თანაბრად შეეხება.

დისტანციურად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად მატულობს. სწორედ აქედან გამომდინარე, აქტუალური გახდა შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში, დისტანციურად მომუშავე პირების საგადასახადო ვალდებულების შესრულების სწორად განსაზღვრის საკითხი, როგორც საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.

როგორც "გრანთ თორნთონ საქართველოს" ვიცე მმართველმა პარტნიორმა, პაატა შურღაიამ "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნა, აუცილებელია მოხდეს დისტანციურად დასაქმებული ადამიანების აღრიცხვა და მათი დაბეგვრის საკითხის გადაწყვეტა.

"გვაქვს შემთხვევები, როდესაც შეგვიძლია ქვეყნის გარეთ არსებული ოფისებისთვის ვიმუშაოთ. კითხვა, უნდა დაიბეგრონ თუ არა დისტანციურად დასაქმებული პირები, სწორედ ამ საკითხმა დააყენა დღის წესრიგში. ეს იქნება ფიზიკური პირი, რომელიც არის უცხოელი და დასაქმებულია საქართველოში თუ პირიქით. ნაწილი იხდის, ნაწილი არ იხდის და სწორედ ამიტომ, საჭიროა ერთი კონკრეტული გეგმის შემუშავება", - განაცხადა პაატა შურღაიამ.