LIVE

Going Global Georgia - საერთაშორისო ლიდერობის პროგრამას 21 მონაწილე ჰყავს

04 მაი 202315:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 412
Going Global Georgia - საერთაშორისო ლიდერობის პროგრამას 21 მონაწილე ჰყავს

„კრისტალ კონსალტინგისა“ და ტარტუს კრეატიული ინდუსტრიების ცენტრის მიერ ორგანიზებული ლიდერობის საერთაშორისო სასწავლო პროგრამა - Going Global Georgia დაიწყო.

სასწავლო პროგრამას 21  შერჩეული მონაწილე გაივლის, რომლებსაც გუნდის ლიდერობისა და აღმასრულებელი მენეჯმენტის მიმართულებით აქვთ გამოცდილება. პროგრამის მონაწილეები წარდგენილი აპლიკაციების საფუძველზე შეირჩნენ და მათ შორის არის "ბიზნეს ფორმულას" წამყვანი და "ფორმულას" ბიზნესის რედაქციის მთავარი რედაქტორი, ანა ცხოვრებოვაც.

29-30 აპრილს, თბილისი მარიოტში სასწავლო პროგრამის პირველი მოდულის შეხვედრები შედგა თემაზე - "თვითლიდერობა: ვინ ვარ, როგორც ლიდერი", რომელსაც მოწვეული ესტონელი ექსპერტი, სიგნე ვენცელი უძღვებოდა.

შეხვედრებზე განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა ლიდერობის გამოწვევები, პერსონალური ბრენდინგის განვითარება, ხელმძღვანელობის სტილი. ამ პროცესში მონაწილეებმა რეალური ქეისები და პრაქტიკული გამოცდილებაც განიხილეს. შეხვედრებმა მონაწილეთა მაღალი ჩართულობისა და დისკუსიების ფონზე ჩაიარა.

პროგრამის გახსნას ესტონეთის საელჩოს წარმომადგენელი თბილისში - პიტერ პალსიც დაესწრო, რომელმაც ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის ფონდის მისიის შესახებ ისაუბრა.

სასწავლო პროგრამა ესტონელი ექსპერტების მიერაა შემუშავებული და კრიტიკული კომპეტენციების, ემოციური ინტელექტისა და კომუნიკაციების უნარების განვითარების შესახებ გლობალურ გამოცდილებას აერთიანებს. პროგრამის მონაწილეები ცოდნას თვითლიდერობის, გუნდის ლიდერობისა და აღმასრულებელი მენეჯმენტის მიმართულებებით მიიღებენ, შეისწავლიან მაღალი დონის გუნდების ჩამოყალიბებისა და სტრატეგიული ზრდის სტიმულირების პრინციპებს.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე, მონაწილეებს შორის შეირჩევა 5 გამარჯვებული, ვინც ესტონეთში ხუთდღიანი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება და ლიდერთა პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

„კრისტალ კონსალტინგის" განცხადებით, საჭირო ცოდნისა და ინსტრუმენტების გაზიარებით, პროგრამა მონაწილეებს სტრატეგიულ ზრდაში, ლიდერობის ჩვევების გამომუშავებასა და საქმიანობის გაფართოება-განვითარებაში დაეხმარება.