LIVE

Ford-ი Mustang-ის ელექტრომობილს აიაფებს

08 მაი 202312:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 415
Ford-ი Mustang-ის ელექტრომობილს აიაფებს

Ford კიდევ ერთხელ ამცირებს ფასებს Mustang Mach-E SUV მოდელებზე, რითაც კიდევ უფრო აძლიერებს დაძაბულობას და "ფასების ომს" კონკურენტ Tesla-სთან.

Tesla-მ, რომელიც ელექტრომობილების გაყიდვებით ლიდერია, წელს ექვსჯერ შეამცირა ფასები, რითაც შეცვალა ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეების მოგების მარჟები და ამასთან, გავლენა იქონია აქციების ფასებზე.

6%-ით გაიაფების შემდეგ, Ford Mach-E ელექტრომობილების ფასები $43 000-დან $60 000-მდე მერყეობს. კომპანია ასევე აპირებს, რომ Mustang-ის ელექტრომობილების წარმოება მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გაზარდოს. Ford-მა Mach-E-ის ფასი იანვარში შეამცირა, თუმცა არ დაუანონსებია სხვა ელექტრომობილების გაიაფება, მათ შორის არც F-150 პიკაპის მოდელზე. Tesla-ს კი, ჯერ კიდევ არ გამოუშვია პირველი ელექტრო პიკაპი, რომელიც წესით 2023 წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს. ბოლო პერიოდია, რაც Tesla-ს მოგების მარჟა იკლებს, რადგან ის მხოლოდ ელექტრომობილებს ყიდის. Ford-ი ჯერ-ჯერობით მაინც ინარჩუნებს უპირატესობას ბენზინზე მომუშავე მანქანებისა თუ სატვირთო ავტომობილების გაყიდვიდან.

ცნობისთვის, საერთო ჯამში, Ford-ის მოგება პირველ კვარტალში მოსალოდნელზე ბევრად უკეთესი იყო. კომპანიამ $2.5 მლრდ გამოიმუშავა, რაც წლიურად $1 მლრდ-ით გაზრდილი მაჩვენებელია. Ford-მა 1.1 მლნ ავტომობილი გაყიდა პირველ კვარტალში, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია.