LIVE

Tinder-ი რუსეთიდან გადის

02 მაი 202315:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 414
Tinder-ი რუსეთიდან გადის

Tinder-ის მფლობელი კომპანია Match Group რუსეთს 30 ივნისს დატოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით Tinder-ი იმ ათასობით კომპანიას უერთდება, რომლებმაც რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვეს. 

“ჩვენ ვიცავთ ადამიანების უფლებებს”,- განაცხადა Match Group-მა. კომპანიის თქმით, მათი ბრენდები იღებენ შესაბამის ზომებს, რათა რუსეთში თავიანთ სერვისებზე წვდომა აკრძალონ და ქვეყნიდან 2023 წლის 30 ივნისისთვის სრულად გამოვიდნენ. Match Group-ში შედიან ონლაინ გაცნობის ისეთი ცნობილი აპლიკაციები, როგორებიცაა Tinder, Hinge და PlentyOfFish. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ციფრული სერვისების მიმწოდებელმა მრავალმა კომპანიამ დატოვა, მათ შორის იყვნენ Spotify და Netflix, რომლებიც რუსეთში უკვე აღარ ოპერირებენ.  

ევროპის პოლიციის სამსახურმა ევროპოლმა სექტემბერში განაცხადა, რომ ონლაინ გაცნობის აპლიკაციები იყო იმ პლატფორმებს შორის, რომელთაც ადამიანთა გატაცებისა და ტრეფიკინგისთვის იყენებენ დამნაშავეები. აღნიშნული განცხადებით ევროპოლმა ყურადღება გაამახვილა მათ შორის უკრაინელ ლტოლვილებზე.