LIVE

შვედეთი აშენებს პირველ გზას, რომელიც ელექტრომანქანებს მოძრაობის დროს ტენის

06 მაი 202312:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 746
შვედეთი აშენებს პირველ გზას, რომელიც ელექტრომანქანებს მოძრაობის დროს ტენის

შვედეთი ავტო მაგისტრალს, მსოფლიოში პირველად, მუდმივ ელექტრიფიცირებულ გზად აქცევს.

ელექტრო გზაზე მსუბუქი და სატვირთო მანქანები მოძრაობისას დაიტენება. დინამიკური დამუხტვა მათ პატარა ბატარეებით უფრო დიდი მანძილის გავლის და დატენის მიზნით, სადგურებზე ლოდინის თავიდან არიდების საშუალებას მისცემს.

ევროკავშირმა გასულ თვეში მიიღო საეტაპო კანონი, რომლის მიხედვითაც, 2035 წლიდან ყველა ახალ ავტომობილს CO2-ის ნულოვანი გამონაბოლქვი უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, ევროპის ქვეყნები ჩქარობენ მოამზადონ ინფრასტრუქტურა, რომელიც წიაღისეული საწვავის გარეშე მოძრავ ავტომობილებს ესაჭიროება. 

ამ მიზნით, შვედეთმა შექმნა ელექტრიფიცირებული გზები, რამდენიმე საპილოტე პროექტის ფარგლებში. მათ შორის იყო მსოფლიოში პირველი დროებითი ელექტრო გზა. 2045 წლისთვის ქვეყანა გზის 3000 კმ-ით გაფართოებას გეგმავს.