LIVE

Morgan Stanley 3000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

02 მაი 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 262
Morgan Stanley 3000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

ამერიკული ბანკი Morgan Stanley, ხარჯების შემცირების მიზნით, სამუშაო ადგილების შემცირების ახალ რაუნდს იწყებს.

საკითხში გარკვეული პირების თქმით, უფროსი მენეჯერები მიმდინარე კვარტლის ბოლომდე გლობალური სამუშაო ძალის დაახლოებით 3000 ადამიანით შემცირებას განიხილავენ. ეს ფინანსური მრჩევლებისა და სიმდიდრის მართვის განყოფილების თანამშრომლების გამოკლებით, არსებული კადრის 5%-იან შემცირებას ნიშნავს. Morgan Stanley-ში დაახლოებით 82 000 ადამიანია დასაქმებული.

შემცირება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეეხება საბანკო და სავაჭრო ჯგუფს. 

ამერიკული ბანკის სპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. 

გასული წლის დეკემბერში Morgan Stanley-მ თანამშრომლები დაახლოებით 2%-ით შეამცირა. მაშინ ბანკმა 1600 ადამიანი დაითხოვა. 

პირველ კვარტალში, Morgan Stanley-ის მოგება, წინა წელთან შედარებით, შემცირდა.

საფინანსო სექტორში სამუშაო ადგილების შემცირება პანდემიის შემდეგ განახლდა, რადგან იქამდე ბანკები თანამშრომლებისთვის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, თავს იკავებდნენ მათი გათავისუფლებისგან.

მიმდინარე წლის იანვარში 3 200 ადამიანი დაითხოვა Goldman Sachs Group-მა, რაც ბანკის ისტორიაში, კადრების შემცირების ერთ-ერთი მასშტაბური შემთხვევაა. ამასთან, გუშინ Citigroup-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეინ ფრეიზერმა თქვა, რომ მისი კომპანია მზადაა საინვესტიციო ბანკის პერსონალის რაოდენობას გადახედოს.