
ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია Indigo დელი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, ავიაკომპანია Indigo რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის, 31 ივლისიდან, კვირაში სამჯერ შეასრულებს.
„Indigo-ს მენეჯმენტი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა და ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით TAV Georgia-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს“, - აცხადებენ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანიაში.
შეგახსენებთ, Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც ფრენებს 135 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 77 ადგილობრივი, 58 კი - საერთაშორისოა.