
Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა 2022 წელს საფონდო ოფციების წყალობით, დაახლოებით $393 მილიონი მიიღო.
მარტის ფასიანი ქაღალდების განაცხადის თანახმად, კომპანიამ, რომელმაც სახელი კორონავირუსის ვაქცინით გაითქვა, გასულ წელს დირექტორის ხელფასი 50%-ით $1.5 მილიონამდე გაზარდა, თუმცა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მისი ანაზღაურება არ იყო საკმარისი და გაიზარდა მისი ბონუსის ოდენობაც.
50 წლის ბანსელი ამბობს, რომ აქციების გაყიდვიდან შემოსულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს. ის მინიმუმ $2.8 მილიარდის ღირებულების აქციებს ფლობს. გასული წლის ბოლოსთვის მისმა აქციებზე დამყარებულმა კომპენსაციამ $1.7 მილიარდი შეადგინა.
ბანსელმა შარშან საქველმოქმედო ფონდს $176 მილიონი შესწირა და პირობა დადო, რომ შემოწირულებას გააგრძელებდა. მიუხედავად ამისა, Washington Post-ის თანახმად, ანალიტიკოსები კვლავ აკრიტიკებენ Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორის ანაზღაურების გამო.
კრიტიკოსების აზრის საწინააღმდეგოდ, Moderna აცხადებს, რომ აქციონერებს ბონუსი დამსახურებისთვის გაუზარდა და ანაზღაურება შესაბამისობაშია Moderna-ს აღმასრულებლების მზარდ გლობალურ პასუხისმგებლობასთან.
"დღეს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ვხედავთ კორპორაციული სიხარბის უპრეცედენტო დონეს და Moderna-ს შემთხვევაშიც ნამდვილად ასეა", - ამბობს სენატორი ბერნი სანდერსი.
გასულ წელს Moderna-ს შემოსავალმა $19.3 მილიარდი შეადგინა.