LIVE

10 ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ფრილანსერებისთვის

30 აპრ 202314:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 755
10 ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ფრილანსერებისთვის

ფრილანსერობა, რომელიც გულისხმობს დისტანციურ მუშაობას სასურველი ადგილიდან, თანამედროვე მსოფლიოში დასაქმების ერთ-ერთ ყველაზე სასურველი ფორმაა. ფრილანსერები ხელფასის 100%-ს იღებენ დისტანციურ მუშაობაში. ამასთან, მათი სამუშაო გრაფიკი დამოუკიდებელია და არ აქვს მნიშვნელობა, თუ საიდან და დროის რომელი ზონიდან შეასრულებენ საქმეს. 

აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც აშშ-ში ონლაინ მუშაობს, Covid-19-ის პანდემიის შემდეგ გასამმაგდა: 2021 წელს აშშ-ში დასაქმებულთა 17.9 პროცენტი ონლაინ მუშაობდა, შედარებისთვის 2019 წლის 5.7%-თან. 

მიუხედავად ამისა, ამჟამად ასეთი სამუშაოების მოძებნა საკმაოდ რთული და კონკურენტუნარიანია. ამასთან, დისტანციური სამსახურების უმეტესობას მაინც აქვს კონკრეტული გეოგრაფიული შეზღუდვა, მაშინ როცა ფრილანსერს ერთდროულად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობა და პარალელურ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. 

ონლაინ სამუშაოების მსოფლიოს უდიდესი პლატფორმა FlexJobs 10 ყველაზე მოთხოვნად სამსახურს ასახელებს, რომელთა შესრულებაც ფრილანსერებს ნებისმიერი ადგილიდან, დამოუკიდებელი და მოქნილი სამუშაო გრაფიკით შეუძლიათ:

  1. ჩინურის თარჯიმანი

  2. ქოფირაითერი

  3. კრეატიული დირექტორი

  4. მომხმარებელთა წარმატების მენეჯერი

  5. პროდუქტის დიზაინერი

  6. პროდუქტის მენეჯერი 

  7. სოციალური მედია მენეჯერი

  8. პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი

  9. ტექნიკური მწერალი

  10. UX დიზაინერი

აღნიშნული სიიდან რამდენიმე სამსახურზე ანაზღაურება წელიწადში $100 000-ზე მეტია. მაგალითად, Wikimedia Foundation-ის UX დიზაინერის წლიური ხელფასი $119 000-დან $186 000-მდე ვრცელდება. ასევე, მაგალითად App Store-ის უმსხვილესი ფინანსური აპლიკაცია Cash App-ისთვის ფინანსური და სტრატეგიული დირექტორის წლიური ანაზღაურება $222 800-$272 300-ის ფარგლებში მერყეობს. აღსანიშნავია, რომ FlexJobs-ის თანახმად, Wikimedia და Cash App იმ ტოპ კომპანიებს შორის არიან, რომელთაც ყველაზე მეტი ფრილანსერი აჰყავთ სამსახურში. 

დისტანციური სამუშაოს მიღების მსურველებს Frana Companies მოუწოდებს, ხაზგასმით აღნიშნონ გამოცდილებაში ონლაინ თანამშრომლობის ინსტრუმენტების (Zoom, Slack ან Google Suite) ცოდნა. ამასთან, ნებისმიერ ფრილანსერს სჭირდება დროის მენეჯმენტისა და ეფექტიანი კომუნიკაციების უნარები. სწორედ ამგვარი გამოცდილების ფრილანსერებს ეძებენ კომპანიები.