
სამხრეთ კორეული Hyundai Motor რუსეთიდან გასვლას და ადგილობრივი ქარხნების ყაზახური კომპანიისთვის მიყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს.
მედიის თანახმად, რუსეთში Hyundai-ს ქარხნების გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ავტომწარმოებელი რუსეთის მთავრობის საბოლოო დასტურს ელოდება.
Hyundai Motor-მა რუსეთში ოპერაციები გასულ წელს შეაჩერა. Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში Hyundai Motor-მა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ბიზნესის მართვის სხვადასხვა სცენარს განიხილავს და დასძენს, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ოპერაციები ბევრმა ქარხანამ შეაჩერა. გასულ თვეში იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანია Toyota-მ სანქტ-პეტერბურგის ქარხანა რუსეთის სახელმწიფოს ქვეშ არსებულ გაერთიანება NAMI-ის გადასცა.
ფრანგულმა Renault-მა თავისი წილების უდიდესი ნაწილი რუსულ კომპანია Avtovaz-ს სიმბოლურ ფასად, სულ რაღაც 1 რუბლად მიჰყიდა. Nissan-ის აქტივებში NAMI-მ ასევე ერთი ევრო გადაიხადა.