LIVE

ივანიშვილი, რუხაძე, ბეჟუაშვილი - ვინ გამოისყიდა გერმანული ჰაიდელბერგის წილი

26 აპრ 202315:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 1510
ივანიშვილი, რუხაძე, ბეჟუაშვილი - ვინ გამოისყიდა გერმანული ჰაიდელბერგის წილი

“ცემენტ ინვესტმა“ „ჰაიდელბერგცემენტ საქართველოში“ გერმანული ჰოლდინგის „ჰაიდელბერგ მატერიალზის“ წილი სრულად გამოისყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა გაავრცელა. 

“ცემენტ ინვესტი“ ბიძინა ივანიშვილის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის, ირაკლი რუხაძის ჰანიველ პარტნერზისა და დავით ბეჟუაშვილის ოჯახის ინტერესებს წარმოადგენს.

„ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“, რომელიც „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა“ და „თერჯოლა კარიერს“ აერთიანებს, მართავს ცემენტის სრული ციკლის წარმოების ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში, ინერტული მასალების ორ საწარმოს, ცემენტის ტერმინალს სუფსაში და ბეტონის თოთხმეტ სტაციონალურ და მობილურ ქარხანას საქართველოს მასშტაბით.

"მიმდინარე წლის განმავლობაში, „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“ შეინარჩუნებს სავაჭრო სახელსა და ყველა იმ ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელსაც კომპანიას აქამდე „ჰაიდელბერგ მატერიალზი“ უწევდა. სამომავლოდ, შესაძლოა მოხდეს ბრენდის ცვლილება", - ნათქვამია განცხადებაში. 

„ჰაიდელბერგ მატერიალზი“ და “ცემენტ ინვესტი“ პარტნიორები 2017 წელს გახდნენ.