LIVE

ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას ოფიციალურად აანონსებს

25 აპრ 202314:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 339
ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას ოფიციალურად აანონსებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ოფიციალურად განაცხადა, რომ იგი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. როგორც ბაიდენი ამბობს, რესპუბლიკელების წინააღმდეგ ისტორიულ კამპანიას ამზადებს. 

მისივე თქმით, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, ხოლო რესპუბლიკელი "ექსტრემისტები" დასამარცხებლები არიან. ამასთან დაკავშირებით ბაიდენმა ყურადღება სახელმწიფო ხარჯებისა და აბორტის საკითხზე გაამახვილა. 

"საკითხი, რომლის წინაშეც ახლა ჩვენ ვდგავართ, ისაა, უფრო მეტი თუ უფრო ნაკლები თავისუფლება გვექნება მომდევნო წლებში...ამიტომაც, მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა სამშაბათის ვიდეო მიმართვაში.

ჯო ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია. თუკი ხელახლა აირჩიეს, მეორე ვადის დასრულებისათვის იგი 86 წლის იქნება.