
იაპონური სტარტაპი ispace დღეს მთვარეზე კოსმოსური აპარატის დასაშვებად ემზადება. წარმატების შემთხვევაში, ეს კერძო კომპანიის მიერ მთვარეზე პირველი დაშვება იქნება.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ispace-მა აპარატის დაშვება 26 აპრილს ან მაისის დასაწყისში გადაიტანოს.
ispace-ის მიერ შექმნილი ხომალდი Hakuto-R, რომელზეც გაერთიანებულ საამიროებში წარმოებული მთვარემავალი Rashid-ია მოთავსებული, აშშ-ის ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 11 დეკემბერს გაუშვეს. მას მთვარის ორბიტამდე მისასვლელად სამი თვე დასჭირდა.
მთვარეზე კონტროლირებადი დაშვება ისტორიაში მხოლოდ სამმა ქვეყანამ: შეერთებული შტატებმა, ყოფილმა საბჭოთა კავშირმა და ჩინეთმა შეძლო. ამათგან, აშშ რჩება ერთადერთ ქვეყნად, რომელმაც ადამიანები მთვარეზე გაიყვანა.