LIVE

მოსახლეობას საქართველოში ყველაზე მწვავე პრობლემად უმუშევრობა მიაჩნია - IRI

25 აპრ 202312:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 347
მოსახლეობას საქართველოში ყველაზე მწვავე პრობლემად უმუშევრობა მიაჩნია - IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის წინაშე მდგარ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად უმუშევრობას, ინფლაციას და სიღარიბეს ასახელებენ.

კითხვაზე, რა არის დღეს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, პასუხები ასე ნაწილდება:

  • უმუშევრობა - 36%;
  • ცხოვრების ხარჯები, მაღალი ფასები - 19%;
  • სიღარიბე - 6%;
  • შიდა კონფლიქტები (ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების ჩათვლით) – 5%;
  • პოლიტიკური პოლარიზაცია - 5%.

ამასთან, გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ ბოლო 1 წელში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. კერძოდ, 29% ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდა, ხოლო 23% ფიქრობს, რომ მდგომარეობა ძალიან არის გაუარესებული. 29%-ის შეფასებით, ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა, გარკვეულწილად და ძალია გაუმჯობესებაზე ჯამში 18% მიუთითებს, ხოლო 1%-ს პასუხი არ აქვს ან თავს იკავებს.

IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 63%. ცდომილების ზღვარი ±2.5%-ია.