LIVE

კალაძე წერეთლის რეაბილიტაციაზე: მესმის, არსებობს დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია

24 აპრ 202313:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 446
კალაძე წერეთლის რეაბილიტაციაზე: მესმის, არსებობს დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია

არსებობს გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად, შეზღუდვის გარეშე, ასეთი მასშტაბური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ აკაკი წერეთლის გამზირსა და ე.წ. დიდუბის ხიდზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ხიდის რეაბილიტაცია ოქტომბერში, ხოლო წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები 2024 წლის იანვარში დასრულდება.

„წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში პირველი, რაც გაკეთდება, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლაა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, კონკრეტულ მონაკვეთებზე კი ასფალტია ჩავარდნილი. რა თქმა უნდა, მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ტროტუარი. ასევე, გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლების გამოყოფა. პარალელურად, დაწყებული გვაქვს ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. მესმის, რომ არსებობს გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ სხვანაირად, შეზღუდვის გარეშე, ასეთი მასშტაბური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. შექმნილი დისკომფორტისთვის, პირველ რიგში, გამზირზე მცხოვრებ ადამიანებს მინდა ბოდიში მოვუხადო. ვიცით, რომ არის ხმაური და კომპანიებს ღამის საათებში უწევთ მუშაობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, თავისი გამწვანებით, კეთილმოწყობის სამუშაოებით და ა.შ. სრულად მომავალი წლის იანვარში დასრულდება, ხოლო საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები გაცილებით ადრე მორჩება. 12 ადგილია, სადაც სამუშაოები ერთდროულად ხორციელდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი დროულად დასრულდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.  

შალიკაშვილის სახელობის ხიდისა და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, რომლის ჯამური ღირებულება 32 600 000 ლარია, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.