
Financial Times-ის კვლევის თანახმად, Brexit-ი არც ისეთი დამაზიანებელი აღმოჩნდა ლონდონის ფინანსური მომსახურების სექტორისთვის, როგორც ამას 2016 წლის რეფერენდუმამდე ვარაუდობდნენ. კვლევა აჩვენებს, რომ Brexit-ის მიუხედავად საერთაშორისო ბანკებიდან თანამშრომელთა გადინება არც ისეთი მასშტაბურია.
მსოფლიოს ცხრა უმსხვილესმა ფინანსურმა კომპანიამ თანამშრომლები ადგილობრივი რესურსით შეავსო და მათი საერთო რაოდენობა 35% –ით გაზარდა. კვლევაში მოხვედრილი 12 საერთაშორისო ბანკის თანამშრომელთა რიცხვი 71,000-დან მხოლოდ 65,000-მდე შემცირდა. კადრების შემცირების უმეტესობა კი Credit Suisse Group AG- ის, Deutsche Bank AG- ისა და Nomura Holdings-ის ფართო რესტრუქტურიზაციამ გამოიწვია.
Brexit-ის წესები 1 იანვრიდან ამოქმედდება. რამდენიმე კვირაში ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის სასაზღვრო რეგულაციები და შრომითი რესურსის თავისუფლად გადაადგილების პირობები შეიცვლება. ყველაზე დიდი დარტყმა, ამ მხრივ, ფინანსური მომსახურების სფეროზე იყო მოსალოდნელი, რადგან ლონდონში საბანკო სექტორი დიდწილად ევროკავშირის მოქალაქეებითაა წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, ბანკების ლონდონიდან გასვლა გაცილებით მცირე მასშტაბიანია და ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ამას მოელოდნენ, წერს Financial Times. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროცესი უკვე დაიწყო: Goldman Sachs Group– მა 100-ზე მეტ თანამშრომელს ლონდონიდან სხვა ევროპის ქალაქებში გადასვლა მოსთხოვა, ხოლო Morgan Stanley-მ თანამშრომლები მადრიდსა და მილანში გადაიყვანა. ამავდროულად, საყურადღებოა ისიც, რომ ბანკების სამოქმედო გეგმები წელს პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა.
2018 წელს კი კვლევითმა ორგანიზაციამ Bruegel- ის პროგნოზით Brexit-ის შედეგად ლონდონს საბანკო სექტორში 10,000, ხოლო ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში 20, 000 სამუშაო ადგილი უნდა დაეკარგა. ხოლო ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის უფროსი, ხავიერ როლეტმი, 232,000 სამუშო ადგილის დაკარგვას ვარაუდობდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორია: გრეგ რიჩი