LIVE

რუსულ ექსპორტში ჩინური იუანის წილი გაიზარდა

22 აპრ 202320:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 327
რუსულ ექსპორტში ჩინური იუანის წილი გაიზარდა

რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდერ ნოვაკის, განცხადებით, რუსეთი ენერგორესურსების ექსპორტის საფასურის რუსულ რუბლსა და ჩინურ იუანში მიღებას გააგრძელებს. შედეგად, რუსეთის სავალუტო რეზერვში მეტი რუსული რუბლი და ჩინური იუანი ჩნდება; ამის ფონზე კი იკლებს დოლარი და ევრო. 

რუსეთსა და დასავლეთს შორის ბიზნეს-ეკონომიკური და კულტურის კავშირები მას შემდეგ გაწყდა, რაც გასული წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო, რასაც თავად აგრესორმა “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” შეარქვა. ბოლო ხანებში მოსკოვი მეტად უახლოვდება ჩინეთსა და ინდოეთს. 

დასავლური სანქციების გამო რუსეთი სავალუტო რეზერვში დოლარისა და ევროს წილის შემცირებას ცდილობს: “იუანსა და რუბლზე მაღალი მოთხოვნაა, შესაბამისად, აღნიშნული ვექტორი შენარჩუნდება”, - განაცხადა ნოვაკმა რუსულ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში. 

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემების თანახმად, ჩინური იუანის წილი რუსულ იმპორტში 2022 წელს 4%-დან 23%-მდე გაიზარდა.