LIVE

აშშ-ში Facebook-ის $725-მილიონიანი ანგარიშსწორების ფონდიდან მომხმარებლები წილს მიიღებენ

22 აპრ 202318:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 286
აშშ-ში Facebook-ის $725-მილიონიანი ანგარიშსწორების ფონდიდან მომხმარებლები წილს მიიღებენ

Facebook-ის ამერიკელ მომხმარებლებს შეუძლიათ განცხადება გააკეთონ და $725-მილიონიანი ანგარიშსწორების თანხიდან თავიანთი წილი მიიღონ. ამის გაკეთება შეუძლიათ მედიაპლატფორმის ამერიკელ მომხმარებლებს, რომელთა კონფიდენციალურობა წარსულში Facebook-მა დაარღვია.

კერძოდ, საქმე ეხება 2018 წლის გახმაურებულ ამბავს, როდესაც გამოვლინდა, რომ Facebook-მა 87 მილიონი ამერიკელის ანგარიშიდან პირადი ინფორმაცია გააზიარა; ინფორმაციათა გასაჯაროებისათვის კი Facebook-მა მესამე მხარედ ბრიტანული პოლიტიკური საკონსულტაციო ფირმა Cambridge Analytica გამოიყენა. აღნიშნული საქმე კონფიდენციალურობის უფლების დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალია. საინტერესოა, რომ Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta უარყოფს რაიმე დანაშაულს, თუმცა იგი მაინც დათანხმდა თანხის გადახდას. 

ნებისმიერი ადამიანი, ვინც აშშ-ში 2007 წლის 24 მაისიდან 2022 წლის 22 დეკემბრამდე მოიხმარდა Facebook-ს, შეუძლია მოითხოვოს თავისი წილი. შედეგად, საუბარია დაახლოებით 250-დან 280 მილიონ ადამიანზე. მას შემდეგ, რაც ზუსტად  გაირკვევა, თუ რამდენი ადამიანი დაზარალდა ამ შემთხვევისაგან, თანხა მათ რაოდენობაზე გაიყოფა და თითოეული საკუთარ წილს მიიღებს.