LIVE

სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი - ქალაქების სია

22 აპრ 202314:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1225
სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი - ქალაქების სია
Taylor Crothers/Getty Images

საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-ის თანახმად, უმდიდრესი ადამიანების ოდენობით, ნიუ-იორკი კვლავ ლიდერობს. 

ყოველწლიურმა კვლევამ მსოფლიოს ცხრა რეგიონის 97 ქალაქი მოიცვა.

უახლესი მონაცემებით, 50 ქალაქიდან 10 აშშ-ში მდებარეობს და ამ მაჩვენებლით, აშშ ლიდერობს. მას ხუთი ქალაქით ჩინეთი და ოთხი ქალაქით ავსტრალია მოსდევს. 

მონაცემები აჩვენებს, რომ ნიუ-იორკში 340 000 მილიონერი და 58 მილიარდერი ცხოვრობს. 290 300 მილიონერით და 14 მილიარდერით მეორე ადგილზეა ტოკიო, მესამე ადგილზეა სან-ფრანცისკო (The Bay Area), სადაც შედარებით ნაკლები (285 000) მილიონერი, მაგრამ ყველაზე მეტი (63) მილიარდერი ცხოვრობს. 

კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის ომმა და დასავლეთის სანქციებმა მოსკოვს მძიმე დარტყმა მიაყენა. რუსეთის დედაქალაქში მილიონერების რიცხვი, გასულ ათწლეულთან შედარებით, 44%-ით, ხოლო სანქტ-პეტერბურგში 38%-ით შემცირდა.

ქალაქების ათეული, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი და მილიარდერი ცხოვრობს, ასეთია: 

1. ნიუ-იორკი - 340 000 მილიონერი - 58 მილიარდერი
2. ტოკიო - 290 300 მილიონერი - 14 მილიარდერი
3. სან-ფრანცისკო (The Bay Area) - 285 000 მილიონერი - 63 მილიარდერი
4. ლონდონი - 258 000 მილიონერი - 36 მილიარდერი
5. სინგაპური - 240 100 მილიონერი - 27 მილიარდერი
6. ლოს-ანჯელესი - 205 400 მილიონერი - 42 მილიარდერი
7. ჰონგ-კონგი - 129 500 მილიონერი - 32 მილიარდერი
8. პეკინი - 128 200 მილიონერი - 43 მილიარდერი
9. შანხაი - 127 200 მილიონერი - 40 მილიარდერი
10. სიდნეი - 126 900 მილიონერი -  15 მილიარდერი