LIVE

ზედიზედ 6-ჯერ გაიაფების შემდეგ, Tesla ზოგიერთ ავტომობილს აძვირებს

21 აპრ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 327
ზედიზედ 6-ჯერ გაიაფების შემდეგ, Tesla ზოგიერთ ავტომობილს აძვირებს

Tesla-მ აშშ-ში Model S და X პრემიუმ ელექტრომობილები გააძვირა.

კომპანიის ვებგვერდის თანახმად, Tesla-ს Model S Plaid და Model X Plaid მოდელები ახლა $104 990-ის ნაცვლად, $107 490 ღირს. 

Model X-ის ფასი ახლა დაახლოებით 2.6%-ით მეტია და $97 490-ს შეადგენს, ხოლო Model S-ის ფასი დაახლოებით 2.9%-ით $87 490-მდე გაიზარდა.

გაძვირების მიუხედავად, ოთხივე მოდელის ფასი ჯერ კიდევ 16%-23%-ით ნაკლებია წლის დასაწყისში არსებულ ფასთან შედარებით. 

­შემცირებული მოთხოვნის ფონზე, Tesla-მ წელს ფასები გლობალურად შეამცირა. კომპანიამ აშშ-ში ავტომობილები 2023 წელს 6-ჯერ გააიაფა. ბოლო ასეთი გადაწყვეტილება Tesla-მ მიმდინარე კვირაში მიიღო. 

კომპანიის ვებგვერდის თანახმად, ოთხშაბათს Model Y SUV მანქანების ფასი $3 000-ით, Model 3 RWD-ის მანქანების კი 2 000$-ით შემცირდა. შედეგად, Model Y-ის სრულამძრავიანი ვერსიის ფასი $46 990-დან იწყება, ხოლო Model 3 RWD-ის ფასი $40 000-ს ჩამოსცდა და $39 990-მდე დაეცა.

Tesla-მ მიმდინარე კვირაში გასული ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი კვარტალური მოგების მარჟის შესახებ განაცხადა. ამის ძირითადი მიზეზი მზარდი კონკურენციის თავიდან ასაცილებლად და მოთხოვნის გასაძლიერებლად, ბაზრებზე აგრესიულად შემცირებული ფასებია.