LIVE

იტალიაში პიცის სახლში მომზადება 20%-ით გაძვირდა

24 აპრ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 487
იტალიაში პიცის სახლში მომზადება 20%-ით გაძვირდა

იტალიაში სახლში პიცის დამზადების საერთო ღირებულება ზედიზედ რვა თვის განმავლობაში იზრდება და ახლა სულ მცირე 20%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

Bloobmerg-ის პიცა მარგარიტას ინდექსის მიხედვით, ამას განაპირობებს კერძის მთავარ ინგრედიენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია. ზეითუნის ზეთის ფასის 27%-იანმა ზრდამ კიდევ უფრო გაამძაფრა იტალიელი ოჯახების ცხოვრების ხარჯების შოკი. ზეითუნის ზეთი ნახევარკუნძულის კულინარიის განუყოფელი ნაწილია, რომელიც არა მხოლოდ პიცის, არამედ ბევრი ტრადიციული კერძის მნიშვნელოვანი ინგრედიენტია.

პიცა მარგარიტას ინდექსის ძირითად პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა ასე გამოიყურება:

  • ფქვილი - 17.6%-ით
  • მოცარელა - 26,9%-ით
  • პომიდორი - 13.4%-ით
  • ზეითუნის ზეთი - 27%-ით
  • ელექტროენერგია - 28%-ით.

პროდუქტებზე ინფლაციის ზრდის ფონზე, ოჯახებს მაღაზიაში პიცის შეძენა უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე ცალ-ცალკე ინგრედიენტების ყიდვა და სახლში მომზადება. ამ შემთხვევაში, ფასის წლიური ზრდა 8.5%, რაც თითქმის შესაბამისია ინფლაციასთან.