LIVE

ინდოეთმა მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრო

19 აპრ 202311:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 2727
ინდოეთმა მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრო
Manjunath Kiran/Getty Images

გაეროს უახლესი მონაცემებით, ინდოეთმა მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს გადაუსწრო.

ინდოეთის მოსახლეობამ 1,4286 მილიარდს გადააჭარბა, რაც ოდნავ აღემატება ჩინეთის მოსახლეობას 1,4257 მილიარდ ადამიანს. 

მოსახლეობის ზრდის სწრაფი ტემპი პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობისგან დასაქმების პოლიტიკის გადახედვას მოითხოვს. ინდოეთი, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი 30 წელზე ნაკლები ასაკისაა, მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ძირითადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. 

ინდოეთის ეკონომიკა აზიაში სიდიდით მესამე ადგილზეა. მისი მოსახლეობა ახლა მსოფლიო მოსახლეობის მეხუთედს შეადგენს.

მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის ინდოეთის მოსახლეობა 1,668 მილიარდს მიაღწევს, ჩინეთის მოსახლეობა კი დაახლოებით 1,317 მილიარდამდე შემცირდება. 

ზოგადად, მოსახლეობა 1950 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ტემპით იზრდება. გაეროს პროგნოზები აჩვენებს, რომ 2030 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა შეიძლება დაახლოებით 8,5 მილიარდამდე, 2050 წლისთვის კი 9,7 მილიარდამდე გაიზარდოს. ეს მაჩვენებელი პიკს - 10,4 მილიარდს 2080 წლისთვის მიაღწევს და ამ დონეზე 2100 წლამდე შენარჩუნდება.