LIVE

Nissan 2030 წლისთვის მოდელების 80%-ის ელექტრიფიკაციას აპირებს

22 აპრ 202310:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 373
Nissan 2030 წლისთვის მოდელების 80%-ის ელექტრიფიკაციას აპირებს

იაპონური ავტომწარმოებელი Nissan Motor 2026 წლისთვის ელექტრომანქანების 7 მოდელის გამოშვებას აპირებს. 2030 წლისთვის კი მიზნად ისახავს, თავისი ხაზის 80% ელექტრო გახადოს. ამის შესახებ შანხაის ავტოშოუზე კომპანიის აღმასრულებელმა ოპერაციულმა ხელმძღვანელმა, აშვანი გუფთამ განაცხადა.

კომპანიამ ამავე ღონისძიებაზე ახალი ელექტრომოდელი წარადგინა, რითაც ჩინეთის ბაზრის მიმართ დადებულ პირობას, გააგრძელოს მოწინავე პოზიციის შენარჩუნება ელექტრომანქანების წარმოებაში, ერთგულად ასრულებს.

ჩინეთი მნიშვნელოვანი ბაზარია Nissan-ისთვის, თუმცა სხვა გლობალური ავტომწარმოებლების მსგავსად, მასაც ემუქრება საბაზრო წილის შემცირების საშიშროება ადგილობრივი ავტოკომპანიების ზრდის ფონზე.

Nissan გეგმავს ჩინეთის ბაზრისთვის ელექტრომანქანის კონკრეტული მოდელი შექმნას. „ჩინეთმა უკვე გადალახა გადამწყვეტი წერტილი, ეღიარებინა ელექტრომანქანები თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებად“,- განაცხადა აშვანი გუფთამ - „Nissan-ს არ სურს ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება“.

გლობალური ელექტრომანქანების ბაზარზე Leaf-ის მოდელით ოდესღაც პიონერმა Nissan-მა დიდი ხანია დომინირება დაუთმო Tesla-ს, ჩინეთის ბაზარზე კი ქვეყნის უდიდეს ელექტრომანქანების მწარმოებელი კომპანიის, BYD-ის წინააღმდეგ იბრძოდა. თუმცა Nissan-მა გადაწყვიტა განაგრძოს „მოწინავე მობილურობის" პროგრამის განვითარება, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სისტემაზე მუშაობს და Nissan-ს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის ბაზარზე.