LIVE

Merck-Moderna-ს ვაქცინა კანის კიბოს რეციდივის რისკს ამცირებს - კვლევა

22 აპრ 202315:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 310
Merck-Moderna-ს ვაქცინა კანის კიბოს რეციდივის რისკს ამცირებს - კვლევა

Moderna-სა და Merck-ის მიერ შემუშავებული კიბოს ექსპერიმენტული mRNA ვაქცინა Merck-ის იმუნოთერაპია Keytruda-სთან შედარებით, კანის ყველაზე მომაკვდინებელი კიბოსგან გარდაცვალების ან რეციდივის რისკს 44%-ით ამცირებს

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ mRNA ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პერსონალიზებული კიბოს ვაქცინისთვის Keytruda-სთვის დამატებას შეუძლია პაციენტების ჯანმრთელად ყოფნის დრო გაახანგრძლივოს. ამის შესახებ NYU Langone Perlmutter Cancer Center-ის დოქტორმა ჯეფრი ვებერმა კიბოს კვლევის ამერიკის ასოციაციის შეხვედრაზე კვლევის შედეგების წარდგენის დროს განაცხადა. 

107 საკვლევი სუბიექტიდან, რომლებმაც ექსპერიმენტული ვაქცინა mRNA-4157/V940 და Keytruda მიიღეს, დაკვირვებიდან ორი წლის განმავლობაში, რეცესია 24 შემთხვევაში (22.4%) დაფიქსირდა. შედარებისთვის, 50 ადამიანიდან, ვინც Keytruda მიიღო, რეცესია 20-ს (40%) აღენიშნა.  

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მძიმე გვერდითი მოვლენები კვლევის ორ ჯგუფს შორის მსგავსი იყო. მათ შორის ყველაზე გავრცელებული მოვლენა იყო დაღლილობა.  

კვლევის მონაცემებმა გაამყარა კომპანიების მიერ დეკემბერში გამოქვეყნებული ნაწილობრივი დასკვნები. დამატებითი მონაცემები წარმოდგენილი იქნება უახლოეს სამედიცინო შეხვედრაზე და გამოქვეყნდება რეცენზირებად ჟურნალში.