
კომპანიები Apple და Goldman Sachs-ი Apple Card-ის მფლობელებს მაღალპროცენტიან შემნახველ ანგარიშს სთავაზობენ.
ანგარიშზე განთავსებულ თანხაზე მომხმარებლები 4.15%-იან სარგებელს მიიღებენ. მათ შეუძლიათ ბარათზე დატოვონ როგორც 3%-იანი ქეშბექი, რომელსაც Apple Card-ის მეშვეობით გარკვეული პროდუქტების ყიდვის დროს მიიღებენ, ასევე ბარათზე დანაზოგის სახით დარიცხონ ნაღდი ფული.
"ჩვენი მიზანია შევქმნათ ინსტრუმენტები, რომლებიც მომხმარებლებს ჯანსაღი ფინანსური ცხოვრების საშუალებას მისცემს", - ამბობს Apple Pay-სა და Apple Wallet-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯენიფერ ბეილი.
Apple-ისა და Goldman-ის შემნახველი ანგარიშს დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია (FDIC) აზღვევს.
ფინანსური კომპანია Bankrate მაღალ შეფასებას აძლევს Apple Card-ს, როგორც დაგროვების უფასო საკრედიტო ბარათს. შემნახველ ანგარიშზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
მსხვილი ამერიკული ბანკების უმრავლესობაში, სადაც დიდი ოდენობით დეპოზიტია განთავსებული, შემნახველ ანგარიშებზე სარგებელი 1%-ზე დაბალია. თუმცა არსებობს FDIC-ის მიერ დაზღვეული ონლაინ ბანკები, რომლებიც მომხმარებლებს სხვა სახის შეთავაზებებს უკეთებენ.
ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის განაკვეთი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
Bankrate-ის უფროსი ანალიტიკოსი ტედ როსმანის თქმით, დანაზოგებზე სარგებლის მიხედვით, მის სიაში Apple 4.15%-ით მე-11 ადგილს იკავებს. პირველ ადგილზეა UFB Direct, რომლის განაკვეთი 5.02% შეადგენს.