LIVE

JPMorgan-ის CEO: მსოფლიო საბანკო კრიზისი ჯერ არ დასრულებულა

15 აპრ 202319:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 462
JPMorgan-ის CEO: მსოფლიო საბანკო კრიზისი ჯერ არ დასრულებულა

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმ დაიმონი CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მსოფლიო საბანკო კრიზისი, რომელმაც გლობალური ბაზრები შეძრა, ჯერ არ დასრულებულა და ნამდვილ ეფექტს მომდევნო წლებში გამოიწვევს. ასეთია, ბოლო შეფასებები Silvergate-ის, SVB-ს და Credit Swiss-ის საბანკო კრიზისის შემდეგ, რაც ერთი შეხედვით 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე ძლიერი დარტყმა იყო საფინანსო სექტორისთვის. 

ეკონომისტების ნაწილი, ფიქრობს, რომ ბანკების არეულობის მიუხედავად, შესაძლოა დიდი და ნამდვილი ფინანსური კრიზისი საერთოდაც სხვაგან მწიფდებოდეს და გლობალურ ბაზრებზე გამოვლენილი რყევები, მხოლოდ ერთი მხარე იყოს წამოწყებული კრიზისის. 

"სასწორის პინაზე წონა რეცესიის მხარეს გადაიხარა. კრიზისი ჯერ არ დასრულებულა და მგონია, მომდევნო წლებში კიდევ ბევრი რამ გამოჩნდება, ანუ რეალურ ეფექტს წლების შემდეგ ვიგრძნობთ. ნებისმიერი კრიზისი, რომელიც აზიანებს ამერიკელების ნდობას ბანკების მიმართ, აზიანებს ყველა ბანკს, ჩვენ გვინდა, რომ ამერიკელ ხალხს ჰქონდეს ნდობა ბანკების მიმართ და ეს არის მნიშვნელოვანი,"- აცხადებს CNN-თან ინტერვიუში JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმ დაიმონი. 

მისი თქმით, ამ საბანკო კრიზისმა "სარგებელიც მოიტანა" უფრო დიდი ბანკებისთვის მცირე ინსტიტუტებიდან მიღებული დეპოზიტების შემოდინების გამო, თუმცა მოსაზრება, რომ ეს რყევა და ჩავარდნა მათთვის რაიმე სახით კარგი იყო, აბსურდულია. დაიმონის განცხადებით, არსებულ კრიზისს არაფერი აქვს საერთო 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისთან, რადგან მაშინ 1 ტრილიონი დოლარის იპოთეკური სესხი იყო რისკის ქვეშ.