LIVE

Warner Bros ჰარი პოტერზე სერიალს გადაიღებს

13 აპრ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 528
Warner Bros ჰარი პოტერზე სერიალს გადაიღებს

ჰარი პოტერის ჯადოქრული სამყარო ახალ სატელევიზიო სერიალში გაცოცხლდება, რომელშიც მთავარ როლს ახალი მსახიობები შეასრულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC, Warner Bros Discover-ზე დაყრდნობით, ავრცელებს

სერიალი დაფუძნებული იქნება ჰარი პოტერის ავტორის, ჯოან როულინგის წიგნებზე და თითოეულ ნაწილს ერთი სეზონი მიეძღვნება. სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი თავად როულინგი იქნება.

"Max-ის პირობა, რომ შეინარჩუნოს წიგნების სისრულე, ჩემთვის მნიშვნელოვანია და მოუთმენლად ველი, რომ ვიყო ამ ახალი ადაპტაციის ნაწილი, რომელიც ისეთი სიღრმისა და დეტალებზე ორიენტირების საშუალებას მოგვცემს, როგორსაც მხოლოდ გრძელი სატელევიზიო სერიალი იძლევა", - ნათქვამია როულინგის განცხადებაში.

ჰარი პოტერის წიგნები ყველა დროის ბესტსელერებში შედის. მთელ მსოფლიოში სულ 600 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.