LIVE

Sky News Australia უსაფრთხოების მაღალი რისკების გამო TikTok-ს ტოვებს

12 აპრ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 365
Sky News Australia უსაფრთხოების მაღალი რისკების გამო TikTok-ს ტოვებს

ავსტრალიურმა მაუწყებელმა Sky News-მა დატოვა TikTok-ის პლატფორმა. მიზეზი უსაფრთხოების ის რისკებია, რისთვისაც დასავლურმა მთავრობებმა აპლიკაცია სამთავრობო მოწყობილობებზე აკრძალეს. 

Sky News Australia-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ციფრული რედაქტორი ჯეკ ჰაუტონმა აცხადებს, რომ უსაფრთხოების რისკები, რომლებსაც "პეკინის მიერ კონტროლირებადი" პლატფორმა ქმნის, ზედმეტად დიდ საფრთხეს აჩენს ნებისმიერი ახალი ამბების გამომცემლისთვის.

"TikTok არის ჯაშუშური ქსელი, რომელიც გადაკეთებულია როგორც სოციალური მედიის პლატფორმა, რომელიც დადასტურდა, რომ უკანონოდ იპარავს ჟურნალისტების, საჯარო მოქალაქეების და პოლიტიკოსების მონაცემებს," - წერს ჰაუტონი. ჩვენ მოვუწოდებთ [მედია ორგანიზაციებს] განიხილონ ეს დილემა და შეწყვიტონ TikTok-თან თანამშრომლობა.

ამის პარალელურად კი, CNN-თან გაკეთებულ განცხადებაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში TikTok-ის ოპერაციების გენერალურმა მენეჯერმა ლი ჰანტერმა თქვა, რომ ის პატივს სცემს მაუწყებლის უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა კარგად მოემსახუროს მის აუდიტორიას, მაგრამ მან უარყო ჰაუტონის ბრალდებები და სიცრუე უწოდა.