LIVE

რუსეთს 2023 წელს მოსალოდნელზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი ექნება - IMF

12 აპრ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 588
რუსეთს 2023 წელს მოსალოდნელზე მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი ექნება - IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, მიმდინარე წელს რუსეთს მკვეთრად გაზრდილი ბიუჯეტის დეფიციტი და მცირე მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ექნება.

რუსეთთან დაკავშირებით IMF-ის პროგნოზების საფუძველი რუსეთის გლობალური იზოლაცია და ენერგორესურსებიდან დაბალი შემოსავლებია.

IMF-ის პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა 2023 წელს 0.7%-ით გაიზრდება, ხოლო 2024 წელს - 1.3%-ით. სავალუტო ფონდი ფიქრობს, რომ სამუშაო ძალის დეფიციტი და დასავლური კომპანიების გასვლა, რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს. 

IMF-ის განცხადებით, 2027 წლისთვის რუსეთის ეკონომიკური ზრდა 7%-ით დაბალი იქნება იმ პროგნოზთან შედარებით, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი რუსეთის შესახებ უკრაინაში ომის დაწყებამდე აკეთებდა: “ტრანსნაციონალური კორპორაციების გამოსვლა, ადამიანური კაპიტალის დაკარგვა, გლობალური ფინანსური ბაზრებისგან იზოლაცია და მოწინავე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის შემცირება შეაფერხებს რუსეთის ეკონომიკას” - განაცხადა IMF-ის წარმომადგენელმა. 

გასულ თვეში ჩატარებულმა დამოუკიდებელმა კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთში სოციალური უთანასწორობა გაიზრდება, ხოლო საშუალო კლასი შემცირდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სანქციები მოიხსნება. ეკონომიკური კეთილდღეობის ომამდელ დონეზე დაბრუნების რუსული მიზანი შორი და რთულად მისაწვდომია.

ხარჯების მკვეთრი ზრდისა და ენერგორესურსებიდან შემოსავლების კლების ფონზე, 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა (ხარჯების გადაჭარბებამ შემოსავლებზე) 2.4 ტრილიონი რუბლი ($29.22 მილიარდი) შეადგენდა. ამასთან, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი პირველ კვარტალში წლიურად 73%-ით შემცირდა, 18.6 მილიარდ დოლარამდე.