LIVE

Twitter დამოუკიდებლად აღარ იარსებებს - რას წარმოადგენს ილონ მასკის X Corp

11 აპრ 202318:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 619
Twitter დამოუკიდებლად აღარ იარსებებს - რას წარმოადგენს ილონ მასკის X Corp

Twitter-მა დამოუკიდებლად არსებობა შეწყვიტა და ახლად შექმნილ ფირმა X Corp-თან გაერთიანდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა გეგმები აქვს ილონ მასკს სოციალური მედიის პლატფორმასთან დაკავშირებით. 

სიახლე 4 აპრილს გახდა ცნობილი კალიფორნიის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ეხებოდა ლორა ლომერის მიერ გასულ წელს შეტანილ სარჩელს Twitter-ისა და მისი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის, წინააღმდეგ. 

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რას ნიშნავს სიახლე Twitter-ისთვის, რომელმაც უკვე მთელი რიგი ცვლილებები გამოიარა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა კომპანია $44 მილიარდად შეიძინა. სოციალური პლატფორმის მილიარდერ მფლობელს წარსულში გაცხადებული ჰქონდა, რომ სურდა Twitter-ის ყოვლისმომცველ აპლიკაცია X-ად გარდაქმნა. სამშაბათს მასკმა Twitter-ზე სწორედ ეს სიმბოლო - “X” დაწერა. 

მასკს ნათქვამი აქვს, რომ სურს Twitter-ის გარდაქმნა ჩინური WeChat-ის მსგავს სუპერ აპლიკაციად, რომელიც გამოიყენება მრავალმხრივი მიზნებისთვის, მათ შორის გადახდებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ბილეთების დაჯავშნისთვის, შეტყობინებების გაგზავნისა და სხვა ადამიანებთან კონტაქტისთვის და სხვა.

X Corp მასკის მფლობელობაში არსებული X Holding Corp-ის ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც გასულ თვეს, 9 მარტს შეიქმნა. ოფიციალურად იგი Twitter-ს 15 მარტს შეერწყა. X Holding Corp-ის საწესდებო კაპიტალი $2 მილიონია. 

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით ჯერჯერობით Twitter კომენტარს არ აკეთებს. მასკის ტვიტს, რომელშიც მან უბრალოდ სიმბოლო “X” დაწერა, რამდენიმე საათში 13 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა, თუმცა ჯერ გაურკვეველია, რა სახე ექნება მომავალში მილიარდერის მფლობელობაში არსებულ სოციალურ პლატფორმას.