LIVE

იაპონიამ Mitsubishi Heavy-სთან $2.8 მილიარდის სარაკეტო კონტრაქტები გააფორმა

14 აპრ 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 496
იაპონიამ Mitsubishi Heavy-სთან $2.8 მილიარდის სარაკეტო კონტრაქტები გააფორმა

იაპონიამ უმსხვილეს თავდაცვითი აღჭურვილობის მწარმოებელ Mitsubishi Heavy Industries-თან 378 მილიარდი იენის ($2.84 მილიარდი) ღირებულების კონტრაქტები გააფორმა ახალი სარაკეტო სისტემის მშენებლობისთვის. ნაბიჯი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის შეკავებას სამხედრო ძალის გამოყენებისგან.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ოთხი კონტრაქტი მოიცავს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო რაკეტების, ასევე ულტრაბგერითი ბალისტიკური ქობინის განვითარებას, რომელთა განლაგება ქვეყანას 2026 წლიდან სურს.  

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და ჩინეთის მხრიდან მეზობელ ტაივანზე შესაძლო იერიშის გამო მზარდი შეშფოთების ფონზე, იაპონიამ დეკემბერში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი, სამხედრო ფორმირება დაიწყო. ქვეყანა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში თავდაცვისთვის ხარჯებს გააორმაგებს.

ამ გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია ახალი სარაკეტო ძალის განვითარება, რომელსაც შეეძლება დაარტყას გემებსა დ იაპონიის ტერიტორიიდან 1000 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებულ სახმელეთო სამიზნეებს.

იაპონიამ თებერვალში განაცხადა, რომ აშშ-ში Raytheon Technologies Corp-ს სახმელეთო თავდასხმის რაკეტების დამზადება შეუკვეთა. ეს გადაწყვეტილება თავდაცვითი პოზიციების გაძლიერებას ემსახურება, მანამ სანამ კონტრაქტით გათვალისწინებული ადგილობრივად წარმოებული რაკეტების განლაგება იქნება შესაძლებელი. განცხადებაში რაოდენობა არაა დაზუსტებული, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 500-მდე რაკეტის შეძენა იგეგმება.