LIVE

აშშ-მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა უფრო სწრაფი შემოწმების ახალი პროცედურა იტესტება

10 აპრ 202318:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 725
აშშ-მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა უფრო სწრაფი შემოწმების ახალი პროცედურა იტესტება

მიმდინარე კვირიდან ბაიდენის ადმინისტრაციამ სატესტო რეჟიმში აამოქმედა ლტოლვილთა შემოწმების ახალი, უფრო სწრაფი პროგრამა, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვარზე დაკავებულ არალეგალ მიგრანტებზე გამოიცდება.

აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთი ნაბიჯია იმისათვის, რომ შეერთებულმა შტატებმა მექსიკასთან Covid 19-ის სასაზღვრო შეზღუდვები მაისში გააუქმოს.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის სპიკერმა, მარშა ესპინოზამ, განაცხადა, რომ საზღვარზე სპეციალური პერსონალი - თავშესაფრის მაძიებელთა ოფიცრები ჩაატარებენ მიგრანტების შემოწმების სამუშაოებს, რასაც რამდენიმე დღე დასჭირდება. იქამდე თავშესაფრის მაძიებლები სასაზღვრო ორგანოების პატიმრობაში დარჩებიან.

შემოწმების დროს თავშესაფრის მაძიებლებთან გასაუბრება ტელეფონით ჩატარდება. ამასთან, მიგრანტებს ექნებათ კონტაქტი იურიდიული სამსახურის წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ სწრაფი შემოწმება აშშ-ის წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, დროსაც გამოიყენებოდა, თუმცა პროცედურებს არა თავშესაფრის მაძიებელთა ოფიცრები, არამედ საბაჟო და საზღვრის დაცვის პერსონალი ატარებდა. ამასთან, თავშესაფრის მაძიებლებს გარანტირებული არ ჰქონდათ იურიდიული წარმომადგენლების დახმარება. 

2020 წლის მარტიდან აშშ-ს უმარტივდებოდა მექსიკიდან საზღვრიდან უკანონოდ შემოსულ მიგრანტთა დაკავება. ამის მიზეზი Covid-19-ის მიზეზით დაწესებული სპეციალური სასაზღვრო შეზღუდვა იყო, რომელსაც ვადა მიმდინარე წლის 11 მაისს ეწურება.

ესპინოზას განმარტებით, თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმების დაჩქარებული პროცედურის წესები 1-კვირიანი გამოცდის რეჟიმშია.