LIVE

ბრიტანეთში TikTok ბავშვთა მონცემების ბოროტად გამოყენებისთვის $15.9 მილიონით დააჯარიმეს

04 აპრ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 275
ბრიტანეთში TikTok ბავშვთა მონცემების ბოროტად გამოყენებისთვის $15.9 მილიონით დააჯარიმეს

TikTok, ბავშვების პირადი ინფორმაციის ბოროტად გამოყენების გამო, დიდ ბრიტანეთში £12.7 მილიონით დაჯარიმდა.

გამოძიებამ, რომელიც ბრიტანეთის ინფორმაციის კომისრის აპარატმა (ICO) ჩაატარა, დაადგინა, რომ აპლიკაციამ ინფორმაციის დაცვის კანონი დაარღვია. გამოძიების თანახმად, დარღვევები 2018 წლის მაისისა და 2020 წლის ივლისის პერიოდში დაფიქსირდა.

ეს მარეგულირებლის მიერ დადგენილ ჯარიმებს შორის ყველაზე დიდი ჯარიმაა, თუმცა კომისრის აპარატი წინა წელს TikTok-ს £27-მილიონიანი ჯარიმით „ემუქრებოდა“. 

TikTok-ი ICO-ს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

ICO-ს თანახმად, TikTok-მა 2020 წელს 1.4 მილიონ 13 წლამდე ბრიტანელ ბავშვს მისივე წესების მიუხედავად, აპლიკაციის გამოყენების უფლება არ შეუზღუდა. ბრიტანეთის მონაცემთა დაცვის კანონის მიხედვით, პლატფორმის გამოყენება, რომელიც ინფორმაციის მიწოდების პროცესში პირად მონაცემებს იყენებს, 13 წლამდე ბავშვებისთვის მშობლის თანხმობას საჭიროებს.

„არსებობს კანონი, რომელიც ჩვენს შვილებს ვირტუალურ სამყაროში იცავს, თუმცა TikTok ამ კანონს არ ემორჩილება. შედეგად, ერთ მილიონ 13 წლამდე ბავშვს ჰქონდა წვდომა პლატფორმაზე, რომელიც მათ პირად ინფორმაციას იყენებდა და პოტენციურად  მათთვის შეუსაბამო და დამაზიანებელი კონტენტის გამავრცელებელი იყო,“ - ამბობს ინფორმაციის კომისარი ჯონ ედვარდსი.

კომპანია არ იზიარებს კომისრის აპარატის გადაწყვეტილებას, თუმცა მოხარულია, რომ ჯარიმის ოდენობა განახევრდა. TikTok-ის წარმომადგენლის თქმით, აპლიკაცია სწორედ 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის წვდომის შეზღუდვისთვის დიდი რაოდენობის თანხას ხარჯავს.