LIVE

ფინეთის პარლამენტის არჩევნებში სანა მარინის პარტია დამარცხდა

03 აპრ 202310:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 256
ფინეთის პარლამენტის არჩევნებში სანა მარინის პარტია დამარცხდა

ფინეთის პარლამენტის არჩევნებში პირველ ადგილზე მემარჯვენე-ცენტრისტული "ეროვნული კოალიცია" გავიდა. მან ხმების 20.8% მოაგროვა.

მას 20%-ით მემარჯვენე "ფინელების პარტია" მოსდევს. მოქმედი პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის "სოციალ-დემოკრატიული პარტია" კი 19.9%-ით მესამე ადგილს იკავებს.

სანა მარინმა დამარცხება აღიარა და ოპონენტებს გამარჯვება მიულოცა.

"ეს შესანიშნავი დღეა, რადგან არჩევნების პროცესი კარგად გამოვიარეთ. ასევე, ვულოცავ არჩევნებში გამარჯვებულებს, ვულოცავ "კოალიციურ პარტიას" და ვულოცავ "ფინელების პარტიას". დემოკრატიამ თავისი თქვა", - განაცხადა მარინმა. 

კვირების განმავლობაში, გამოკითხვებში სამივე პარტია თითქმის თანაბარ მხარდაჭერას აჩვენებდა.