LIVE

ევროზონაში ინფლაციის შემცირების ფონზე ევრო მყარდება

31 მარ 202315:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 365
ევროზონაში ინფლაციის შემცირების ფონზე ევრო მყარდება

ევროზონის ინფლაცია მნიშვნელოვნად შენელდა. კერძოდ, სამომხმარებლო ფასების ინდექსმა მარტის თვეში მხოლოდ 6.9%-ით მოიმატა, მაშინ, როდესაც თებერვალში ევროზონის ინფლაციის მაჩვენებელი 8.5% იყო. ინფლაციის ტემპის შემცირება ძირითადად ენერგორესურსებზე ფასების კლებამ გამოიწვია. 

ინფლაციის შენელების ფონზე მყარდება ევრო. ერთი ევროს ღირებულება $1.0883-ია, რაც კვირის განმავლობაში 1.1%-იანი გამყარებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის ტემპი შენელდა, სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდა მაინც გრძელდება. სხვადასხვა ქვეყნის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია გრძელდება გერმანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში: “ევროზონის ინფლაციის მაჩვენებელი (ევროს) კურსის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორი იქნება”,- განაცხადა ფრანცკო პესოლემ, გაცვლითი კურსების ანალიტიკოსმა ING-ში. მისი აზრით, ევროს ღირებულება მომდევნო კვირისათვის $1.10-ს მიაღწევს. 

ევროს გამყარების პარალელურად, მიმდინარე კვარტალში დოლარის ინდექსი 1.2%-ით დაეცა. დოლარის კურსის დაცემა მარტში აშშ-ში დაწყებულმა საბანკო პრობლემებმა გამოიწვია.