LIVE

EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ხვრელების აღმოსაჩენად პროექტის დაწყებას გეგმავს

30 მარ 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 427
EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ხვრელების აღმოსაჩენად პროექტის დაწყებას გეგმავს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში ხვრელების აღმოჩენის მიზნით, პროექტის დაწყებას გეგმავს

Bloomberg-ი ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ პროექტში ბლოკის 9 სახელმწიფო ჩაერთვება და ხვრელების აღმოჩენასთან ერთად, მისი მიზანი სანქციების აღსრულებისას ევროკავშირსა და ეროვნულ ხელისუფლებას შორის კოორდინაცია იქნება. 

გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისიასა და სანქციების აღმასრულებელ ეროვნულ მთავრობებს შორის პარტნიორობის საფუძველზე შეიძლება შეიქმნას ევროკავშირის ახალი ორგანო, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სანქციების ზედამხედველობას.

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული აქვს სანქციების 10 პაკეტი. მიღებული ზომების მიზანი კრემლის ომის მანქანის დასუსტებაა.