LIVE

საქართველოში ხელფასები კომპანიების 48%-მა გაზარდა - BAG დასაქმების ბარომეტრი

29 მარ 202317:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 449
საქართველოში ხელფასები კომპანიების 48%-მა გაზარდა - BAG დასაქმების ბარომეტრი

BAG-ის დასაქმების ბარომეტრის თანახმად, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში ხელფასები კომპანიების 48%-მა გაზარდა. ანალოგიური პროცენტი დაფიქსირდა 2022 წლის IV კვარტალშიც. დასაქმების ბარომეტრის მიხედვით, ზრდა შესაძლოა, უკავშირდებოდეს საქართველოში სამუშაო ძალის და სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემას. ამ ფაქტორებს ხელის შემშლელად კომპანიათა დიდი ნაწილი ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხული კომპანიების 90%-მა 2022 წლის IV კვარტალში და 96%-მა 2023 წლის I კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურება 0-20%-ით გაზარდა. BAG-ის მონაცემებით, I კვარტალში, არც ერთ გამოკითხულ კომპანიას გაუზრდია დასაქმებულთა ანაზღაურება 40%-ზე მეტად.

სექტორების მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში, დასაქმებულთა ანაზღაურება ყველაზე მეტად ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში გაიზარდა. 2023 წლის II კვარტალში კი დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას კომპანიათა ყველაზე დიდი წილი მშენებლობის სექტორში გეგმავს.

რაც შეეხება დასაქმებას, BAG-ის თანახმად, 2023 წლის I კვარტალში გამოკითხულ კომპანიებს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით უმეტესად დადებითი მოლოდინი აქვთ.  

აღსანიშნავია, რომ I კვარტალში BAG-ის დასაქმების ბარომეტრმა 34 ქულა შეადგინა. მაჩვენებელი 2021 წლის I კვარტალთან შედარებით 9.1 ქულით, ხოლო, 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით 4.9 ქულითაა გაუმჯობესებული.

„2023 წლის I კვარტალში დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია. 2023 წლის I კვარტალში, 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა ვაჭრობის (10.7 ქულით გაიზარდა), მშენებლობის (5.2 ქულით გაიზარდა), მრეწველობისა (1.9 ქულით გაიზარდა) და მომსახურების (1.7 ქულით გაიზარდა) სექტორებში. 

2023 წლის I კვარტალში, 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით, ვაჭრობის სექტორში დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შესაძლოა, უკავშირდებოდეს ამ სექტორებში არსებულ ოპტიმისტურ მოლოდინს გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია BAG-ის დასაქმების ბარომეტრში.