
საქონლის გლობალური მოვაჭრე Cargill-მა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აცნობა, რომ 1 ივლისიდან, ახალი საექსპორტო სეზონიდან, მარცვლეულის ექსპორტს წყვეტს.
სამინისტრომ Reuters-ს განუცხადა, რომ კომპანიის მიერ რუსეთის ბაზარზე საექსპორტო საქმიანობის შეწყვეტა რუსული მარცვლეულის საზღვარგარეთ გადაზიდვებზე გავლენას არ მოახდენს.
Cargill-ის რუსულმა განყოფილებამ Reuters კომენტარის გაკეთებაზე უარი უთხრა.
Reuters-ის მიერ ინფორმაციის გავრცელებამდე, გამოცემა RBC-მა დაწერა, რომ კომპანიის რუსულმა ერთეულმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ოქსანა ლუტს ახალი სეზონიდან მარცვლეულის ექსპორტის შეწყვეტის შესახებ აცნობა.
RBC-ის თანახმად, Cargill-მა 2022-23 წლების საექსპორტო სეზონზე ექსპორტზე 2.2 მილიონი ტონა რუსული მარცვლეული გაიტანა, რაც რუსეთის მთლიანი მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით 4%-ს შეადგენს.