LIVE

Buy now, pay later - Apple-მა ამერიკაში გადახდის ახალ სერვისი აამოქმედა

29 მარ 202311:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 348
Buy now, pay later - Apple-მა ამერიკაში გადახდის ახალ სერვისი აამოქმედა

Apple-ის “Buy now, pay later” (BNPL) გადახდის სერვისი აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია. ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, Apple Pay-ით შეიძინონ პროდუქტები, თანხა კი მოგვიანებით გადაიხადონ.

კომპანიის განცხადებით, ახალი ფინანსური სერვისის გამოყენებით, მომხმარებლებს შეეძლებათ, დამატებითი პროცენტისა და საკომისიოს გარეშე, გადახდა ოთხ ნაწილად გაყონ და ექვს კვირაზე მეტზე გადაანაწილონ. 

მოგვიანებით გადახდის სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება iPhone-სა და iPad-ის ნებისმიერი მომხმარებლისათვის, რომელიც $50-დან $1000-მდე ღირებულების პროდუქტს შეიძენს. კომპანიის განცხადებით, აშშ-ში Apple Pay-ს გადახდის სერვისით სარგებლობა საცალო ვაჭრობის კომპანიების 85%-ზე მეტშია შესაძლებელი.  

2020 წლიდან პანდემიის გამო გლობალურად შემოღებული კარანტინის პირობებში, ონლაინ გადახდის სერვისები ძალიან პოპულარული გახდა, რის შედეგადაც გაიზარდა მოთხოვნა კომპანიებზე, რომლებიც პროდუქტის შეძენის შემდეგ მოგვიანებით გადახდის საშუალებას აძლევენ მყიდველებს.