
იაპონიაში ალუბლის ხის ყვავილობის დროს უკვე რამდენიმე წელია პროგნოზირებენ. ყოველწლიურად მეტეოროლოგი ჰიროკი იტო დაახლოებით თარიღებს ასახელებს, რა დროისთვისაც ქვეყნის სხვადასხვა დიდ თუ პატარა ქალაქებში საკურა უნდა აყვავილდეს.
იაპონიაში საკურას ყვავილობის ნახვის საუკუნოვანი ტრადიცია არსებობს, რომელსაც hanami-ს უწოდებენ. საკურას ყვავილობის სწორი დროის წინასწარ განსაზღვრა მნიშვნელოვანია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. აღნიშნულ ტრადიციას იაპონიის ბიზნესი წარმატებით იყენებს. ოსაკას კანსაის უნივერსიტეტის პროგნოზით, 2023 წელს ქვეყანაში $4.7 მილიარდის ეკონომიკური აქტივობაა ნავარაუდები.
მეტეოროლოგი ჰიროკი იტო საკურას ყვავილობაზე თავდაპირველ პროგნოზს წლის დასაწყისში აკეთებს, ხოლო შემდეგ რეგულარულად ცვლის მათ მთავარი მოვლენის დასაწყისამდე. 2023 წლის დასაწყისში იგი ვარაუდობდა, რომ ტოკიოში საკურას ყვავილობა 22 მარტს დაიწყებოდა, თუმცა უჩვეულოდ თბილი ამინდების გამო ალუბლის ხემ ყვავილობა 15 მარტს დაიწყო.
მეტეოროლოგის პროგნოზები ამინდთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან მიმართებაშიც გამოიყენება: იგი ასევე ვარაუდობს, თუ როდის იქნება საუკეთესო დრო შემოდგომის ფოთლების სანახავად ანდაც ყვავილების მტვრის გამოსაყოფად. იტო ცდილობს აღნიშნული პროგნოზით დაეხმაროს იაპონელ ფერმერებს და ურჩიოს თუ როდის უნდა დაიწყონ მათ მოსავლის აღება.