LIVE

ჩინეთი სოციალურ ქსელებში აკრძალავს კომენტარებს, რომლებიც ბიზნესების რეპუტაციას აზიანებს

29 მარ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 452
ჩინეთი სოციალურ ქსელებში აკრძალავს კომენტარებს, რომლებიც ბიზნესების რეპუტაციას აზიანებს

ჩინეთის კიბერსივრცის მარეგულირებელმა სამშაბათს პირობა დადო, რომ კერძო სექტორის გაძლიერებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სოციალურ ქსელებში შეაჩერებს მავნე შინაარსის კომენტარებს, რომლებიც ბიზნესებისა და მეწარმეების რეპუტაციას აზიანებს.

“მცდარი ინფორმაცია კერძო საწარმოებისა და კერძო მეწარმეების წინააღმდეგ მათი ბრენდის იმიჯს აზიანებს”, - საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა შენ იუემ, ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შენმა ასევე აღნიშნა, რომ მავნე ხასიათის კომენტარები სოციალურ სივრცეებში საწარმოთა ნორმალურ ფუნქციონირებას აზიანებს, რაც მათ ეკონომიკურ ზარალს იწვევს. მარეგულირებელი “სასტიკად შეებრძოლება არალეგალურ ონლაინ აქტივობებს, რომლებიც საწარმოებს ზიანს აყენებს.”

ბოლო კვირების განმავლობაში ჩინეთის ლიდერებმა არაერთხელ შესთავაზეს გარანტიები კერძო ფირმებს. ჩინეთის ახალმა პრემიერმა, ლი ციანგიმ, თავის პირველ მედიაკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამეწარმეო ბიზნესის გარემო გაუმჯობესდება და ყველა ტიპის კომპანიისთვის თანაბარი პირობები შეიქმნება. ლიმ თქვა, რომ ზოგიერთი კერძო ფირმისათვის “არასწორი” კომენტარები ნერვიულობის მიზეზია.