
2023 წლის პირველი კვარტალში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) მიერ გამოკითხული კომპანიების 50% ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებს. მესამე ადგილზეა სამუშაო ძალის ნაკლებობა (47%), შემდეგ მოდის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა (30%) და შეზღუდული ფინანსური რესურსები (17%).
"2023 წლის I კვარტალში, 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით, მცირედ გაიზარდა იმ კომპანიების წილი (3 პროცენტული პუნქტით), რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სპეციალისტების ნაკლებობა, სამუშაო ძალის ნაკლებობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები", - აღნიშნულია ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
სექტორებს შორის, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ყველაზე მეტად მომსახურების სექტორის კომპანიებისთვის (65%) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მრეწველობის სექტორისთვის (22%).