LIVE

Walt Disney-მ 7000 თანამშრომლის გათავისუფლება დაიწყო

28 მარ 202312:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 456
Walt Disney-მ 7000 თანამშრომლის გათავისუფლება დაიწყო

Walt Disney-მ ორშაბათიდან კადრების შემცირება დაიწყო. როგორც წლის დასაწყისში დაანონსდა, კომპანია 7 000 თანამშრომელს ათავისუფლებს.

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ბობ იგერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კადრების ასეთი მასშტაბური შემცირებით კომპანია გაზრდილი ხარჯების გაკონტროლებას და ასევე, შედარებით მარტივი ბიზნესის განვითარებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით განსაკუთრებით ზარალდება Disney-ის რამდენიმე განყოფილება, მათ შორის Disney Entertainment, Disney Parks, Experiences and Products, ასევე კორპორატიული მიმართულება. 

წინასწარი გათვლების, კადრების შემცირების ფონზე კომპანია $5.5 მილიარდს დაზოგავს და ამ თანხით შეეცდება საკუთარი სტრიმინგის ბიზნესი უფრო მომგებიანი გახადოს.  

ზოგადად, გასართობმა ინდუსტრიამ მას შემდეგ განიცადა ვარდნა, რაც ე.წ. ვიდეო სტრიმინგი განსაკუთრებით აქტუალური გახდა და ბაზარზე უკვე დამკვიდრებულმა მედია კომპანიებმა ამის გამო მილიარდობით დოლარის შემოსავალი დაკარგეს. ამის შედეგად, კომპანიებმა ხარჯების შემცირება დაიწყეს.